გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზუგდიდში ახალშობილი პოლიეთილენის პარკით ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს

25-03-2018

ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალშობილი იპოვეს. ბესიკ ფიფიას ოჯახმა ჩვილი ხეზე, პოლიეთილენის პარკით ჩამოკიდებული იპოვა. იგი ხეზე დაახლოებით ერთი საათი ეკიდა. ოჯახმა პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ახალშობილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ჩვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების განმარტებით, მას შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო.

newposts