გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სამეგრელოში ოთხი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

17-04-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში არარეგისტრირებული 4 სახერხი საამქრო გამოავლინეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში, მოქალაქეს, ერთი უკანონო ლენტური სახერხი საამქრო, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო თხმელას (მურყანი) სახეობის 15 ერთეული დაუფირნიშებელი მორი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დაურეგისტრირებული ლენტური ტიპის 3 სახერხი საამქრო გამოვლენილია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სალხინოში, ლეცავესა და ინჩხურში. მოქალაქეებს, სახერხი დანადგარები საქმიან და საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. სამი სახერხი საამქროს ტერიტორიებიდან, ჯამში ამოღებულია, 9 ერთეული წიფელას სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), 4 ერთეული წიწვოვანი (ნაძვი) დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და 2 მ3ნაძვისა და წიფელას სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.

ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.