გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს; მადლობა ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობას და აშშ-ის საელჩოს საქართველოში

20-04-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა" ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას, სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს.

„დღეს გამარჯვებული საქართველოა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა ევროკავშირის მედიაციის შედეგად მიღებულ შეთანხმებას. მადლობას მოვახსენებთ ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, აშშ-ის საელჩოს საქართველოში. დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.