გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია რამდენიმე კვირაში გამოვლინდება

24-04-2021

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარეობს იმ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს. საერთაშორისო კომპანიამ უნდა განაახლოს პროექტის კომერციული დასაბუთება, რადგან პანდემიიდან გამომდინარე შეცვლილი გარემოებების გამო, დღის წესრიგში დადგა ტვირთნაკადების პროგნოზებისა და ბიზნესმოდელის განახლება.

კომერციული დასაბუთების განახლების შემდეგ, ანაკლიის პროექტზე ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით განმეორებითი ტენდერი, საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოცხადდება, რაც მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი.