გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

29-04-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, მერის წარმომადგენელთან ქალაქ ონში ლევან შერაზადიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად, ქალაქ ონში ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იმყოფებოდა.

ადგილზე გაეცნო ქალაქ ონის შემოსასვლელში (გადმოსახედი) სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, რომელიც მოიცავს აღნიშნულ ადგილზე კედლის მოხატვას, სეზონური პავილიონების დადგმასა და დეკორატიული განათების მოწყობას.

აღნიშნული სამუშაოები აქტიურად, გეგმა- გრაფიკზე ჩამორჩენის გარეშე ხორციელდება.
შემსრულებელი - შპს „ მ.პ.ტ."
ჯამური ღირებულება - 27.234 ლარი.
დაფინანსების წყარო - პროექტი დაფინანსებულია UNDP-ის პროგრამის ფარგლებში, ონის მერიის წარდგინებით.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმიდინარე სამუშაოების მონიტორინგი სისტემატურად განხორციელდება.