გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ტყიბულში სააღდგომო ნობათები დარიგდა

29-04-2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები დაურიგა. სასურსათო პაკეტი პროგრამაში ჩართულმა 29 ბენეფიციარმა მიიღო.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე წელია ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი ხორციელდება. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები კვირაში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ორჯერ იღებენ საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების სერვისს.

პროგრამა პროდუქტებით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში ხანდაზმულებს თვეში ერთხელ საჭირო საკვები პროდუქტები მიწოდებათ.
აღდგომის დღესასწაულთან დააკავშირებით, სასურსათო პაკეტები ტყიბულის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს 110-მა ბენეფიციარმაც მიიღო.