გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპში გამწვანების აქცია გაიმართა

29-04-2021

კასპის მუნიცუპალიტეტში ორგანიზაცია CENN-ის ორგანიზებით, კასპი-მეტეხის დამაკავშირებელი გზის ორივე მხარის გამწვანების აქცია მოეწყო.

აქციის ფარგლებში შეიქმნა ალვის ხეების ქარსაცავი ზოლი. 200 ძირი ალვის ხე სოფელ ძევერაში არსებულმა სანერგე მეურნეობა „პოპულუსმა“ ქ. გორის მე-12 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეკომეგობრებს“ გადასცა საჩუქრად, რომელიც სკოლამ კასპის მუნიციპალიტეტის მერიას უსაჩუქრა.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო კასპის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბის „მწვანე ელჩები“-ს და გორის მე-12 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ეკომეგობრები“- ს წევრებმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა.

ქარსაცავი ზოლის გაშენების სამუშაო პროცესებში პასუხისმგებლობა ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობის სამსახურმა აიღო, რომელმაც აქციის დასრულებისთანავე მორწყა დარგული ნერეგები.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, რომელიც თვითონაც მონაწილეობდა აქციაში მადლობა გადაუხადა CENN-ს და აქციის ყველა მონაწილეს.

აღნიშნულ გარემოსდაცვით აქტივობას ორგანიზება ორგანიზაცია CENN-ის შიდა ქართლის კოორდინატრმა ირმა კიტრიაშვილმა გაუწია.