გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერის დავალებით, ლერი ბარნაბიშვილი გურჯაანის სოფელ კაჭრეთში, სტიქიით გამოწვეულ ვითარებას გაეცნო

1-05-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. მასთან ერთად, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. სოფელში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლების სახურავები. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და აღნიშნა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოიყოფა.

„მუშაობს ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია და როდესაც ზარალის ზუსტი მოცულობა დადგინდება, თუ მუნიციპალიტეტს არ ექნება საკმარისი რესურსი, მთავრობა გამოყოფს თანხებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის მთლიანად მოსაწესრიგებლად, რაც გულისხმობს გადახურვის სამუშაოებს", - აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, მიმდინარეობს ზარალის დათვლა და შესაბამისი გადაწყვეტილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად იქნება მიღებული.

კახეთის რეგიონში ძლიერმა სეტყვამ და ქარმა 5 მუნიციპალიტეტი დააზარალა.