გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შეზღუდვების გამო მეორე წელია, ლელობურთი ხალხმრავალი ღონისძიებებით არ აღინიშნება

2-05-2021

დღეს სოფელ შუხუთში სიმბოლურად ბურთი შეიკერა, რომელიც ტრადიციისამებრ ადგილობრივებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანეს.

სოფელ შუხუთში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი იმყოფებოდა.

"ტრადიციულად აღდგომის დღესასწაულზე ლელობურთი იმართებოდა. უკვე მეორედ ხალხმრავალი ღონისძიება აღარ ტარდება. იმედი მაქვს, მომავალში შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს. მინდა ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო"- განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის'' ბრძოლას უკავშირებენ. ისტორიულ ბრძოლაში, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი, რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1854 წელს გაიმართა. „ლელო" სოფელ შუხუთში, გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე ყოველ წელს , „ცაცხვების ქვეშ" იმართება.