გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს

3-05-2021

მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, თითოეულ ჟურნალისტს გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს.

თავისუფალი, მაღალი პასუხისმგებლობის მედია საზოგადოების განვითარებისა და სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, - აღნიშნულია მთავრობის მეთაურის მილოცვაში.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით მე-100 ადგილზე იყო, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად კი, ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა.

„დღეს, როდესაც ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად იქცა დემოკრატიებისათვის, მედიის პასუხისმგებლობას და პროფესიონალიზმს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება და მედიაპლურალიზმი ჩვენში კონსტიტუციითაა გარანტირებული.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით მე-100 ადგილზე იყო. ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა და ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა. დღეს რეგიონში ლიდერის პოზიციაზე ვართ და არაერთ განვითარებულ ქვეყანასაც ვუსწრებთ.

ჩვენი ხელისუფლება კვლავაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით წინსვლას, გამოხატვის თავისუფლების დაცვას, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპატიო, ძალზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობაში,"- აღნიშნულია მილოცვაში.