გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: კახეთში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას სადაზღვევო კომპანიები უმოკლეს ვადაში დაასრულებენ

5-05-2021

მიმდინარე წლის 29 და 30 აპრილს, ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 519 შეტყობინება. დაზიანებული ფართობი, დაახლოებით, 727 ჰექტარს შეადგენს. სადაზღვევო შეტყობინებები დაფიქსირდა ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებიდან. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობის ზარალის დათვლის პროცესი, რაც უმოკლეს ვადაში დასრულდება. პროცესში აქტიურად არის ჩართული სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულისამსახური.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის მონაცემებით, გაცემულია 17,881 პოლისი, დაზღვეულია 18,178 ჰა მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 161.9 მლნ. ლარს აღემატება. სულ სადაზღვეო პრემიამ შეადგინა 13.4 მლნ. ლარზე მეტი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 8.4 მლნ. ლარს აღემატება.