გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

5-05-2021

შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში მცხოვრები თანამემამულეების ინიციატივითა და შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქ.ბერნში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა.

საკვირაო სკოლის გახსნით ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა, რევაზ ლომინაძემ და საქართველოს საელჩოს კონსულმა ქეთევან ესიაშვილმა მადლობა გადაუხადეს აღნიშნულ პროცესში ჩართულ თანამემამულეებს მათი ძალისხმევისთვის და საკვირაო სკოლის დაფუძნებაში შეტანილი წვლილისთვის. ღონისძიების ფარგლებში,ქართველმა დიპლომატებმა ისაუბრეს ქართული ენისა და კულტურული მემკვიდრეობის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის აუცილებლობასა და შვეიცარიის მასშტაბით უკვე დაფუძნებული საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე.