გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

შუქრუთის მაღაროში ტექნიკური ინსპექტირება ჩატარდება

27-03-2018

საქართველოს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშაობა დაასრულეს. როგორც ჯგუფის წევრებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადეს, დათვალიერების შედეგად დაასკვნეს, რომ მომხდარი შემთხვევა აუცილებლად მოითხოვს ტექნიკური ინსპექტირების ჩატარებას. 
„ის, რაც ვნახეთ, ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების საფუძველი არის. ოქმს კი რამდენიმე დღეში დავდებთ“, - განაცხადა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მირიან ბედიანიძემ. 
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში სპეციალური ჯგუფი ტექნიკურ ინსპექტირებას განახორციელებს, შემოწმდება მაღარო და ტექნიკური დოკუმენტაცია. 
ჭიათურის მაღაროში გუშინ 45 წლის მამაკაცი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"