გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას: განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა; გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ

5-05-2021

განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთობლივი პროექტები და ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულება ორ ქვეყანას აძლევს მოტივაციას და შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ერთობლივი პროექტები გახორციელდეს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. როგორც აღვნიშნე, ეს არის ჩემი შეიძლება ასე ითქვას, პირველი ოფიციალური ვიზიტი რეგიონში, მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად. მანამდე ვიყავი ოფიცალური ვიზიტით ბრიუსელში. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ. ჩვენ გვავს განსაკუთრებული მეგობრობა თქვენი ხალხის, თქვენი ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს დიდ პატივისცემას და ძმობას. შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ალიევთან. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი. განვიხილეთ კიდევ ერთხელ ის ისტორიული პროექტები, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა განახორციელეს ბოლო წლების განმავლობაში, რითაც საფუძველი ჩაეყარა ძალიან სტაბილურ და მდგრად ურთიერთობებს პარტნიორობას და მეგობრობას. განგებამ განსაზღვრა ჩვენი, ორი ხალხის მეზობლობა და მეგობრობა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მეზობლები და მეგობრები ვართ. ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, ჩვენი ერთობლივი პროექტები გვაძლევს მოტივაციას და შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტები განვახორციელოთ ერთად, რა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.