გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ქალი მსჯავრდებულები ყვავილების სათბურში დასაქმდნენ

7-05-2021

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა ქალი მსჯავრდებულებისთვის ახალი პროექტი დაიწყო - ქალი მსჯავრდებულები ყვავილების სათბურში დასაქმდნენ.

#5 პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ სათბურში 7 სახეობის ყვავილი უკვე დაითესა. ყვავილების სათბურში ქალმა მსჯავრდებულებმა ბალბა, დანდური, წითელი მზესუმზირა, თურქული მიხაკი, დელფინიუმი, ასტრა და დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები დათესეს. ყვავილების რეალიზაცია ეტაპობრივად განხორციელდება და გაყიდული პროდუქციიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე დაერიცხებათ.

მსჯავრდებულებს პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უწევს.

მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა მსჯავრდებულებისთვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის.