გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

8-05-2021

ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, რადეკ ვონდრაჩეკი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.

„ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატისა და ჩემი სახელით, მსურს, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა თქვენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის გამო.

მოველი თქვენთან თანამშრომლობას, რომელიც ნამდვილად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ საპარლამენტთაშორისო, არამედ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობისას",- წერია ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მისალოც წერილში.