გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლანჩხუთში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი აღნიშნეს

9-05-2021

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესა და გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ლანჩხუთის ბიუროს წარმომადგენელმა, მაია ლომთაძემ სოფელ ლესაში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მუნიციპალიტეტის მერი ვეტერანებს, მიხეილ ფირცხალაიშვილსა და კარლო თავაძეს, ოჯახში ეწვია. გამარჯვების დღე მიულოცა და ტკბილეული გადასცა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვეტერანებს 500-500 ლარი, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან 1000-1000 ლარი ჩაერიცხათ.

ალექსანდრე სარიშვილმა ომის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა უდიდესი ღვაწლისთვის, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.