გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

თეა წულუკიანი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმების მდგომარეობას გაეცნო

10-05-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აგრძელებს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში ვიზიტებს. ამჯერად მინისტრი, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურ დირექტორთან, გიორგი კალანდიასთან ერთად ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმებს ეწვია. თეა წულუკიანმა დაათვალიერა სამუზეუმო კოლექციები და პირადად გაეცნო მათ მდგომარეობას.

ინფორმაციისთვის, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმები 2019 წელს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები გახდნენ და ორივე მუზეუმს აქვს როგორც შენობის, ასევე საცავების მნიშვნელოვანი პრობლემა. სწორედ ამ საკითხზე და მუზეუმების განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს თეა წულუკიანმა და გიორგი კალანდიამ.