გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი „სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

10-05-2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი „სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ლერი ბარნაბიშვილს ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას კორონავირუსის პანდემიის დამარცხების პროცესში.

„მე გავიკეთე ჩინური წარმოების - „სინოფარმის" ვაქცინა, რომელიც არის ხელმისაწვდომი და შეესაბამება ჩემს ასაკს, ასაკობრივი შეზღუდვიდან გამომდინარე. დღეის მდგომარეობით, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია საქართველოში, რათა თითოეული მოქალაქე, მოუფრთხილდეს საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობას, მით უმეტეს იმ მოწყვლადი ჯგუფის, რომლისთვისაც შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს კორონავირუსი. ასევე, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ქვეყნის ნორმალურ რიტმში დასაბრუნებლად. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში არის ერთადერთი გზა - ვაქცინაცია და ის რეგულაციები, რომელიც გამოცხადებულია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩადგებიან ამ რეჟიმში, აიცრებიან იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომი და აღიარებული იქნება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და ნელ-ნელა დაუბრუნდებიან იმ ნორმალურ რიტმს და აქტივობას, რომელსაც იყვნენ შეჩვეული",- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.