გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

27-03-2018

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბავშვის მდგომარობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, 2 წლამდე ბავშვი ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება. მას კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება. ექიმების თქმით, ბავშვს მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნება. 
ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ორ წლამდე ბავშვი დღეს გადმოვარდა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"