გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

იუსტიციის მინისტრის სპეციალურ მრჩევლად მინდია უგრეხელიძე დაინიშნა

11-05-2021

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ მრჩევლად სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძე წარადგინა. ეს მინდია უგრეხელიძისთვის პირველი თანამდებობაა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მინდია უგრეხელიძის განცხადებით, მინისტრის მრჩევლის რანგი მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მზად არის საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება სამინისტროს გუნდს გაუზიაროს.

მინდია უგრეხელიძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა" და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის" წევრი და 2009 წლიდან ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტი. მინდია უგრეხელიძეს ეკუთვნის ლექციათა კურსი სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, სამართლის პოლიტიკის, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მოდელირების პრობლემებზე.