გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

SpinCar-ის თანადამფუძნებელი: ჩვენ შესანიშნავი პარტნიორები შევიძინეთ, ინვესტირებას გავაგრძელებთ საქართველოში Pulsar AI-ის სტარტაპის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით

13-05-2021

"ჩვენ შესანიშნავი პარტნიორები შევიძინეთ" - ამის შესახებ, ციფრული პლატფორმის, SpinCar-ის თანადამფუძნებელმა, მაიკლ ქვიგლმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრისა და ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის დამფუძნებლების შეხვედრას ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ესწრებოდა.


მან ხაზი გაუსვა, რომ SpinCar-ი ინვესტირებას გააგრძელებს საქართველოში Pulsar AI-ის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.


"ჩვენ შესანიშნავი პარტნიორები შევიძინეთ. საერთო მომხმარებელმა დაგვაკავშირა ერთმანეთს. აქ ამერიკაში ერთ-ერთი ჩვენი მომხმარებელი ქართველის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირია. ხსენებული კომპანია შეერთებული შტატების იურისდიქციაშია რეგისტრირებული.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ სტარტაპთან უწყვეტად გვქონდა კონტაქტი. სრულიად აღფრთოვანებული ვართ ქართული კულტურით. პარტნიორობა დავამყარეთ და ინვესტირებას გავაგრძელებთ საქართველოში ამ სტარტაპის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით", - აღნიშნა SpinCar-ის თანადამფუძნებელმა.