გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერ-მინისტრი „ჩალიკ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

13-05-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ჩალიკ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, აჰმეთ ჩალიკს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტები და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა კომპანიის მიერ საქართველოში საქმიანობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებზე.

„ჩალიკ ჰოლდინგი" მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში, სხვადასხვა სექტორში ოპერირებს. ჰოლდინგს ათობით ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას „ჩალიქ ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი ონურ იუჯექალი,„ჩალიქ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მთავარი მრჩეველი ჰაქი აქილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი ესწრებოდნენ.