გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოფიო ჭყოიძე: პრემიერთან ვისაუბრეთ, რა ნაწილში შეგვიძლია ჩავერთოთ, რომ განვავითაროთ ის ეკოსისტემა, რასაც ახლა სახელმწიფო და კერძო სექტორი აკავშირებს

13-05-2021

საკმაოდ დიდი და დადებითი უკუკავშირი მივიღეთ პრემიერ-მინისტრისგან და ვისაუბრეთ ყველა იმ განვლილ გზაზე, რაც „პულსარმა" გაიარა და იმ ეტაპზე, რაზეც ახლა ვართ, - ამის შესახებ, Pulsar AI-ის თანადამფუძნებელმა და საოპერაციო დირექტორმა სოფიო ჭყოიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სოფიო ჭყოიძის თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო, ზოგადად „პულსარს" და იმ გზას, რაც აღნიშნულმა ქართულმა სტარტაპმა გაიარა.

„ასევე ვისაუბრეთ, ჩვენი მხრიდან სამოქმედო გეგმა რა იქნებოდა და შესაბამისად, რა ნაწილში შეგვიძლია ჩავერთოთ, რომ განვავითაროთ ის ეკოსისტემა, რასაც ახლა სახელმწიფო და კერძო სექტორი აკავშირებს", - განაცხადა Pulsar AI-ის თანადამფუძნებელმა.