გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი და ქმედითი ეროვნული რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის ჩამოყალიბება

13-05-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში ეროვნული რეზერვის, სამობილიზაციო სისტემისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ამ მიმართულებით ბევრი სიახლე იგეგმება.

„ჩვენი ჯარის მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის ინსტიტუციურ განვითარებას, რომელმაც უნდა შექმნას მყარი და გრძელვადიანი საფუძველი მისი მდგრადი განვითარებისთვის. თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი და ქმედითი ეროვნული რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის ჩამოყალიბება, რომლის მიზანია ჩვენი ჯარისთვის საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის შესაძლებლობების გაძლიერება. თქვენ იცით, რომ 2020 წელს ჩვენ გავაორმაგეთ ტერიტორიული რეზერვი და დამატებით მომზადდა კიდევ ოთხი ასეული. მიმდინარე წელს აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიღებული იქნება დაახლოებით 1000 ადამიანი, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის პირობებიც, კერძოდ, გაუმჯობესდა წვრთნების ხარისხი და სოციალური პირობები. მისი თქმით, შემუშავებულია თავდაცვის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს.

„აღნიშნული რეფორმის მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია, ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა. დარწმუნებული ვარ, თქვენთან მჭიდრო კონსულტაციით და თანამშრომლობით შევძლებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.