გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბათუმში, საცხოვრებელ ბინაში ქალის ცხედარი, კორპუსის ეზოში კი, მამაკაცს ცხედარი იპოვეს

14-05-2021

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინის მე-19-ე სართულზე ქალის ცხედარი იპოვეს, იმავე კორპუსის ეზოში კი, მამაკაცის ცხედარი იქნა აღმოჩენილი.

ტელეკომპანია "იმედი"-ს თქმით, ამ ფაქტის სავარაუდო ვერსიად მოიაზრებენ, რომ მამაკაცმა ქალი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მისი მეგობარი ქალი მოკლა და შემდეგ მე-19-ე სართულიდან გადმოხტა. ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია.

ცხედრები უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში. შსს-მ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.