გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი დონაძე: დიდი მადლობა ასეთი დაფასებისთვის, რომ ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს

14-05-2021

"დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი მხარდაჭერით მოხდა ამ ყველაფრის ინიცირება და მხარდაჭერა" - ამის შესახებ, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის შენობასთან ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.


მისი თქმით, ანზორ ერქომაიშვილის ყველაზე დიდი გამარჯვებაა, რომ დატოვა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ქართულ, ტრადიციულ კულტურას და კერძოდ, ხალხურ სიმღერასა და გალობას წლების მანძილზე გვერდში დაუდგება და მოემსახურება.


„დიდი მადლობა ყველას, ქალბატონ თეას, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას, განსაკუთრებით ქართულ, ტრადიციულ კულტურას. ბატონ ანზორს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ დღეს ქალბატონმა ლალიმ თქვა, რომ მე ერთ-ერთი გამგრძელებელი ვარ. ქალბატონ თეას ვეთანხმები და უამრავი გამგრძელებელი ჰყავს ამ საქმეს. ეს არის მისი ყველაზე დიდი გამარჯვება, რომ დატოვა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ქართულ, ტრადიციულ კულტურას და კერძოდ, ხალხურ სიმღერასა და გალობას წლების მანძილზე გვერდში დაუდგება და მოემსახურება. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ასეთი დაფასებისთვის, რომ ბატონი ანზორის სახელი მიენიჭა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს. ეს ჩვენთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა", - აღნიშნა გიორგი დონაძემ.