გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2021    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალი ავიაკოპმანია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

15-05-2021

15 მაისს ყაზახურმა ავიაკომპანია Air Astana ალმატი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა.

ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია რეისებს კვირაში სამი სიხშირით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.


“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. 2017 წელს „ტავ ჯორჯია“ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხივილეს ინვესტორ კომპანიად დაასახელეს. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1380 თანამშრომელი.