გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

"მე ვისარგებლე მიწისქვეშა გადასასვლელით" - სოციალური კამპანია ქუთაისლებისთვის

21-11-2017

"მე ვისარგებლე მიწისქვეშა გადასასვლელით" - ქუთაისის მოსახლეობას ახალ კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ რადიო "ძველი ქალაქის" პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "მთელი დღე" აკაკი საღინაძემ და თემურ ცამცშვილმა განაცხადეს.

კამპანიის მიზანი მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობის პოპულარიზებაა.

"ვინც ისარგებლებს შეუძლია თოთო ფოტო გადაიღოს და ატვირთოს სოციალურ ქსელში. ამ ერთს სხვა აჰყვება და შეეჯიბრებიან სტუდენტები ერთმანეთს",- ამბობს თემურ ცამციშვილი.

ქუთაისში სულ სამი მიწისქვეშა გადასასვლელია. აქედან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში სავაჭრო ცენტრია გახსნილი.

ახალგაზრდობის გამზირზე, სპორტის სასახლესთან მდებარე გადასასვლელი კი მოხალისეებმა დაასუფთავეს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, აქციაში მონაწილეობა სტუდენტებმა, ლექტორებმა და სხვა მოქალაქეებმა მიიღეს.

მესამე მიწისქვეშა გადასასვლელი ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩის კვეთაზე მდებარეობს, რომელიც ასევე მოუწესრიგებელია.



წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"