გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო

18-05-2021

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულთა ვაქცინაცია დაიწყო. 18 მაისს ა გეგუთის #14; გლდანის #8 და რუსთავის ქალთა #5 ციხეებში მყოფი მსჯავრდებულები აიცრებიან . ვაქცინაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებს აქვთ, რომლებმაც აცრის სურვილი გამოთქვეს. დღეისათვის, გეგუთში ასეთი 90 მსჯავრდებულია, გლდანში - 120, ხოლო რუსთავში - 30.

ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყოველგვარ შესაძლო გართულებასა და გვერდით მოვლენებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებთან მობილიზებული არიან რეანომობილები და რეანიმატოლოგები.

მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს. პროცესი, ეტაპობრივად საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.