გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებმა „თბილავიამშენში“ პრაქტიკული სწავლება გაიარეს

20-05-2021

საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებმა სს „თბილავიამშენში“ 5-კვირიანი პრაქტიკული სწავლება გაიარეს. აღსანიშნავია, რომ ოფიცრებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა პრაქტიკული მომზადება სს „თბილავიამშენის“ ბაზაზე გაევლოთ და კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განეხორციელებინათ.

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებმა საერთო საჯარისო დისციპლინები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის საფუძვლები შეისწავლეს. ოფიცრები საფრენ აპარატებთან, საჰაერო სივრცისა და საჰაერო მოძრაობის მართვასთან, ასევე საჰაერო აპარატების კონსტრუქციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც გაეცნენ. საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი თორმეტმა მსმენელმა გაიარა. კურსი 32 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.