გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახმეტელმა მეწარმემ ნიგვზიანი თაფლის წარმოება დაიწყო

28-03-2018

ახმეტაში მცხოვრებმა 20 წლის გიორგი გომელაურმა, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია, თაფლის წარმოება გააფართოვა.

მეწარმემ კომპანია "სამეფო თაფლის" ბრენდის ქვეშ ნიგვზიანი თაფლის ნაკრების წარმოება დაიწყო. 
მეწარმე ამ ეტაპზე თაფლს კაკლით, თხილით, ნუშით, მიწის თხილით, მზესუმზირით და ნიგვზით ამზადებს. იგი აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. 
,,ჩვენი პროდუქტი, ენერგეტიკული მიქსი სხვადასხვა სახეობის ნიგვზით არის დამზადებული, ეს "სამეფო თაფლის" ინოვაციაა. ეს არის საოცრად გემრიელი ნაკრები, ოთხი სახეობის ნიგვზეულით და სამეფო თაფლით. ასევე ვაწარმოებთ თაფლის ნუშით, ეს არის გემრიელი შერწყმა, რომელიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან ნუში მდიდარია E და B ვიტამინებით, ომეგა 3-ით, მაგნიუმით და ა.შ. იგი საუკეთესოა კანის, გულსისხლძარღვთა სისტემის და ტვინის ფუნქციონირებისთვის. რაც შეეხება სამეფო თაფლის და ნიგვზის ნაკრებს, მდიდარია ვიტამინებით, მაგნიუმით და კალიუმით. ასევე ვაწარმოებთ სამეფო თაფლს მიწის თხილით, ეს არის გემრიელი, სასარგებლო და მაღალ კალორიული საკვები, რომელიც მდიდარია ამინომჟავებით, ფოლიუმის მჟავით, ვიტამინებით ( A,C,D,E,B1,B2,PP,K) , ნატრიუმით, მაგნიუმით და ა.შ. გვაქვს ასევე ინოვაცია, თაფლი და მოხალული მზესუმზირის გულებით ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში იყიდება და ყველგან განსხვავებული ფასები აქვს’’,- განუცხადა Knews.ge-ს ახალგაზრდა მეწარმემ.
გიორგი გომელაურის ინფორმაციით, მისი ოჯახი 15 წელია მეფუტკრეობას მისდევს, თუმცა აქამდე ბიზნესსაქმიანობას არ ეწეოდა. 
„მამაჩემს 15 წელზე მეტია ფუტკარი ჰყავს, თუმცა მისთვის ეს საქმიანობა ჰობი იყო და არა ბიზნესი. სულ მინდოდა, რომ მამაჩემის ჰობი ბიზნესად მექცია, ამიტომ დავაარსე კომპანია „სამეფო თაფლი“ და მთელი ოჯახი ამ საქმეშია ჩართული. პროდუქტი მზადდება ახმეტაში. ამ ეტაპზე თაფლი გვაქვს 320 მლ და 700 მლ ქილებში, რომელიც იყიდება კარფურში, ფრესკოში, გუდვილში, აგროჰაბსა და სხვა მაღაზიებში“, – განაცხადა გიორგი გომელაურმა.
მისივე თქმით, ისინი მომხმარებლებს ქილაში მოთავსებულ ფიჭიან თაფლსაც სთავაზობენ. გომელაურის მტკიცებით, მათი პროდუქცია ხარისხიანია, რადგან ფუტკრის მოვლის დროს ანტიბიოტიკებს და ქიმიურ პრეპარატებს არ იყენებს. 
,,ფიჭა და თაფლი მოვათავსეთ ქილაში, შევფუთეთ და ასე განსხვავებულად გამოვჩნდით ბაზარზე. ჩვენი თაფლი ასევე გამორჩეულია იმითაც, რომ არის ნატურალური და არ შეიცავს ანტიბიოტიკებს. ძალიან მალე ჩვენი კომპანია გამოუშვებს ახალ პროდუქტებს, რომლებიც დამზადებული იქნება თაფლით'',-აღნიშნა გიორგი გომელაურმა.
ახალგაზრდა მეწარმე პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.


knews.ge