გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჭიათურაში 5 ადამიანს, რომელმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა დღეს სამი ქალი შეუერთდა

24-05-2021

ჭიათურაში სოფელ შუქრუთში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ მოსახლეობამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 5 ადამიანს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს კიდევ 3 ქალი შეუერთდა. 

სოფელ შუქრუთის მოსახლეობა უკვე 14 დღეა შიმშილობს.

პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანია მათი საკარმიდამო მიწებისა და საცხოვრებელი სახლების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს აწაემოებს, რის გამოც მათი სახლები დაზიანდა და ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიში გახდა.

ისინი კომპანიისგან ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გამოყოფას ითხოვენ.