გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა მასშტაბური წვრთნები ჩაატარა

24-05-2021

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების 4- დღიანი წვრთნები ჩაატარა, რომელიც დღისა და ღამის პირობებში გაიმართა. მე-11 ქვეითი ბატალიონის ბრავო „ასეულის“ წვრთნებს ამერიკელი ინსტრუქტორები დაესწრნენ. მათ ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის მომზადების დონე დადებითად შეაფასეს.

წვრთნები მოწინააღმდეგის შეკავების, თავდაცვითი ოპერაციების წარმოებასა და თავდასხმაზე გადასვლის კომპონენტებს შეიცავდა. „ბრავო“ ასეულს მხარს საარტილერიო ბატალიონი 152 მმ დანა ბატარეა, 120 მმ ნაღმმტყორცნთა ჯგუფი, სატანკო ოცეული და სნაიპერთა ჯგუფი უჭერდა.
სწავლების მიზანს თავდაცვითი ოპერაციების წარმოება, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება და ასეულის პირადი შემადგენლობის მომზადების შეფასება წარმოადგენდა.