გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მერაბ კოსტავას ხელნაწერის მიხედვით შრიფტი შეიქმნა

26-05-2021

მერაბ კოსტავას ხელნაწერების საფუძველზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივშია დაცული, კალიგრაფმა დავით მაისურაძემ ხელნაწერი შრიფტი შექმნა.

პროექტი, რომლის ავტორია კომპანია „ჯეპრა", ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დაბადებიდან 82 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს - ეძღვნება.

შრიფტის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/1neEr1u.

მერაბ კოსტავას ხელნაწერები მისი დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ არქივს რუსუდან ბერიძემ 2019 წელს გადასცა. მერაბ კოსტავას მეუღლის თანხმობით შრიფტის მოხაზულობა ქართველი დისიდენტის, პოლიტიკოსისა და პოეტის ლექსების ხელნაწერიდან არის აღებული.