გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26-05-2021

იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, პიერო ფასინო ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ იტალიას და საქართველოს ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროებში მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.



„საუკეთესო სურვილებით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას. წელს ჩვენ აღვნიშნავთ იტალიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავს. იტალიას და საქართველოს აკავშირებთ მჭიდრო პარტნიორობა ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროში და ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. საქართველო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელსაც ვუყურებთ, როგორც მეგობარ ქვეყანას და გვსურს, რომ თავის მხრივ, ქართველებმაც მიიღონ იტალია მეგობარ ქვეყნად" - განაცხადა პიერო ფასინომ.