გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აშშ-ს კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორი, ელენი კოუნალაკისი ულოცავს

26-05-2021

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აშშ-ს კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორი, ელენი კოუნალაკისი ულოცავს. ის ვიდეო მიმართვაში ქართველ ხალხს და ხელისუფლებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სიამაყით აღნიშნავს, რომ ქ. სან-ფრანცისკოში საქართველოს ახალგახსნილ გენერალურ საკონსულოსთან კოორდინაციით, საქართველოსთან თანამშრომლობა და მეგობრობა გაღრმავდება.



„მოხარული ვარ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილე. კალიფორნია ამაყობს, რომ მასპინძლობს სან-ფრანცისკოში საქართველოს ახალ გენერალურ საკონსულოს და ჩვენ სულმოუთქმელად ველით მეგობრობისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მომდევნო თვეებსა და წლებში.გილოცავთ თქვენი ქვეყნისთვის ამ განსაკუთრებულ დღეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს და ყველა ქართველს, ქვეყნის მასშტაბით და მთელს მსოფლიოში." - განაცხადა ელენ კოუნალაკისმა.