გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბობოყვათში აჭარის ისტორიაში ყველაზე მსხვილი აუქციონი გამოცხადდა

28-05-2021

აჭარაში აქტიური პრივატიზაციის პროცესი გრძელდება. დღეს ბობოყვათის ტერიტორიის ელექტრონული აუქციონი გამოცხადა. შეიძლება ითქვას, ეს არისაჭარის ისტორიში ყველაზე მსხვილი აუქციონი. საუბარია 28,5 ჰექტრის მიწის ნაკვეთისპრივატიზებაზე. პროექტი არანაკლებ 250 მლნ ლარის ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებს. აუქციონის პირობების მიხედვით ინვესტორმა ტერიტორიის სწორი ურბანული გავითარებაუნდა უზრუნველყოს. ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმის მიხედვით, ტერიტორიის 75% რეკრეაციულ სივრცეს უნდა დაეთმოს. აუქციონის პირობების შედგენა ცნობილი საერთაშორისო კომპანია "ქოლიერს ინთერნეიშენელის" კონცეფციის საფუძველზე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების წვდომის ვალდებულებით, ბულვარის, პრომენადის,პირსის, ნავმისადგომისა და ველობილიკის მოწყობა მოხდება.

პროექტი ასევე ვერტმფრენის ასაფრე-დასაფრენი მოედნის მოწყობას, ვილებისა დათანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მშენებლობას მოიცავს, სადაც აუცილებელ პირობადსაერთაშორისო ბრენდის ოპერირება განისაზღვრა.