გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

აქცია- „ქუთაისი მწვანე ქალაქი“ დაიწყო

29-03-2018

ქუთაისის მერიის ინიციატივით, აქცია „ ქუთაისი მწვანე ქალაქი“ დაიწყო. აქციის ფარგლებში დღეს ხეები დარგეს. წიწვოვანი ხეები პირველ ეტაპზე მუხნარის დასახლებაში დაირგო. 

გამწვანების აქციაში ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ჩაერთო. მისი განცხადებით, მწვანე ზოლის და რეკრეაციული ზონების მოწყობა ქალაქის ყველა უბანში გაგრძელდება. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 50 000 ლარის ღირებულების ვარდის ნერგების შეძენა, რომელიც ქუთაისში მაისის თვეში დაირგვება. 

„დავიწყეთ მასშტაბური გამწვანების აქცია, რომელშიც ახალგაზრდები და მოქალაქეები ჩაერთვებიან. ასევე ყველა დაწესებულებას და ობიექტს ვთავაზობთ თავისი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქალაქის გამწვანებაში. რეკრეაციული ზონების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ პრინციპულად ვუდგებით ამ საკითხს. ქალაქში არ გაიჩეხება ხეები და არ გასხვისდება სკვერები“, - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

"ინტერპრესნიუსი"