გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აჭარის ა/ო-ს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა პროფესიული განათლების მქონე პირებსა და სტუდენტებს მიეცემათ

28-05-2021

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა პროფესიული განათლების მქონე პირებსა და სტუდენტებს მიეცემათ.

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული განათლების მქონე პირები და სტუდენტები არ დარჩებიან სტაჟირების გავლის შესაძლებლობის მიღმა. ასევე, ვიწრო სპეციალიზაციის მქონე კადრები მაქსიმალურად ჩაერთვება სტაჟირების პროგრამაში.

ცვლილება განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის დადგენილებაში, რომლის მიხედვით, სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს ჰქონდათ.