გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

20 ტონაზე მეტი თურქული, გაყინული ქათმის ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

31-05-2021

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორცილებისას სამართალდარღვევა გამოვლინდა.

კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, შემოტანილი იქნა 20 203 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორცი. ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებისას, საქონლის შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მწარმოებლის შესახებ არსებულ მონაცემებს, რის გამოც აღნიშნულმა ტვირთმა, იდენტურობის შემოწმება, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესაბამისად ვერ გაიარა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.