გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა კუჭავა ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

1-06-2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. კახა კუჭავამ ელჩს მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დღის წესრიგი გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე, ქვეყნებს შორის არსებულ საპარლამენტო ურთიერთობები მიმოიხილეს და ყურადღება ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილეს.

საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს. როგორც ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, მას სწამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას შორის არსებობს მიმართულებები, მათ შორის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, რომლის გარშემოც არსებობს თანხმობა. მისი თქმით, მსგავსი საერთო პოზიციები უნდა გახდეს მათი თანამშრომლობის საფუძველი.

ელჩმა გერმანიაში გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მთავრობის და პარლამენტის ჩამოყალიბების შემდეგ, მოკლე დროში მოხერხდება გაცვლითი ვიზიტების გამართვა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰუბერტ ქნირშს მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.