გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პრემიერმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

1-06-2021

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოს მთავრობის მეთაური დელეგაციის წევრებთან ერთად, ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო. ირაკლი ღარიბაშვილმა მავზოლეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

"მუსტაფა ქემალ ათათურქმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო თურქეთის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. მისი, როგორც პროგრესული ლიდერისა და თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს ფუძემდებლის სახელი უკვდავყოფილია და არასოდეს მიეცემა დავიწყებას"-აღნიშნულია ჩანაწერში.