გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტი განიხილეს

2-06-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მუხურის ტყე-პარკის (სამეგრელოს რეგიონი) განვითარების პროექტი განიხილეს.

პროექტი მოიცავს 9000 ჰექტარამდე უნიკალური ტყის ეკოსისტემის მრავალმხრივი შეფასების, კატეგორიზაციის, სტატუსის მინიჭების, ზონირების, მართვის რეჟიმების განსაზღვრის, დაპროექტების, ეკომეგობრული ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვისა და მონიტორინგის გრძელვადიან ღონისძიებებს, რომლებიც ერთიანი გეგმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

„ჩვენი სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტყის მდგრადი მართვა. ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას”, - განაცხადა იური ნოზაძემ.
პროექტზე მუშაობა განხორციელდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მუხურის ხეობასთან დაკავშირებული ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის” ფარგლებში.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.