გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბოლნისის სოფელ ხატისოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

2-06-2021

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დღეს სოფელ ხატისოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელში არსებული სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ პრობლემის მოკვლევის შემდგომ, წყლის დებეტის გაზრდის მიზნით, სოფელში დამატებითი ჭაბურღილი მოეწყობა. ამ ეტაპზე კი ადგილობრივი თვითმმართველობა არსებული რეზერვუარისა და შიდა ქსელების პროექტირების საკითხსა და აღნიშნული პროექტისთვის სამშენებლო თანხების სხვადასხვა ფონდიდან მოძიებაზე აქტიურად მუშაობს.