გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრად საქართველოს არჩევა ძალიან კარგი სიახლეა, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორს უზარმაზარი პოტენციალი აქვს

3-06-2021

საქართველოს არჩევას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს წევრად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს საქართველოსთვის მდგრადი ტურიზმის განვითარების გლობალური დღის წესრიგის ხელშეწყობაში ჩართვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

„ძალიან კარგი სიახლეა, რომ საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. ეს არის მდგრადი ტურიზმის განვითარების გლობალური დღის წესრიგის ხელშეწყობაში ჩართვის შესანიშნავი შესაძლებლობა. საქართველოს ტურიზმის სექტორს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და შეუძლია დადებითი წვლილის შეტანა საერთაშორისო საზოგადოებაში", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.