გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 52 მაღაზია დაჯარიმდა

6-06-2021

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა კახეთის რეგიონში შეამოწმეს 130 სპეციალიზებული მაღაზია, საიდანაც 52 მათგანში ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო უხარისხო და ფალსიფიცირებული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღების მიზნით, განაგრძობს სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა.