გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პრემიერმა დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა

6-06-2021

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს კოვიდ პანდემიის მხრივ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ვითარება, მათ შორის საუბარი შეეხო პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის, ასევე ტურიზმის, საერთაშორისო მიმოსვლის განახლების საკითხებს და ამ მხრივ როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო სახელმწიფოების გამოცდილებას. მთავრობის წევრებმა დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია ტურისტული სეზონისთვის მზადების და ამ მხრივ არსებული სურათის შესახებ. განხილული იქნა ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი და ვაქცინების მომარაგების მხრივ გლობალურად არსებული ვითარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პანდემიის დროს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

ელჩებთან გასვლით შეხვედრაზე მიმოიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები და კიდევ ერთხელ აღინიშნა ის მაღალი დონის მხარდაჭერა, რაც საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან აქვს. ხაზი გაესვა დიპლომატიური კორპუსის აქტიურ ჩართულობას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. დიპლომატიურმა კორპუსმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მსგავსი ფორმატით შეხვედრისთვის. გასვლითი შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, რომელთა ნაწილს საქართველოში სამსახურეობრივი მისია ახალი დაწყებული აქვთ, ქართული ღვინის და სამზარეულოს შესახებ შემეცნებითი ტური გაიმართა.