გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

UNESCO ფოტოკონკურსს "ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზას" მესამედ აცხადებს

7-06-2021

UNESCO მესამედ აცხადებს ფოტოკონკურსს „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“.

წლევანდელი კონკურსის მთავარი თემებია: ტექსტილი და
სამოსი და კულტურული ურთიერთობები კოვიდ-19-ის დროში, მათ შორის ტექსტილისა და
სამოსის სფეროში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე
ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.

შემრჩევი კომისიის წევრები შეისწავლიან ფოტონამუშევრებს და გამოავლენენ
გამარჯვებულებს თითოეული კატეგორიიდან (3-3 გამარჯვებული თითო კატეგორიიდან).
პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ პროფესიონალურ
ფოტოაპარატს, მეორე ადგილზე გასულები მიიღებენ ნახევრადპროფესიონალურ
ფოტოაპარატს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები მიიღებენ სამოყვარულო ციფრულ
ფოტოაპარატს. ასევე შერჩეული 50 ფოტონამუშევრისგან შედგება მოძრავი გამოფენა და
გამოიცემა ფოტოალბომი. დეტალური ინფორმაცია და კონკურსის პირობები
წარმოდგენილია შემდეგ ბმულზე:
https://en.unesco.org/silkroad/content/participate-youth-eyes-silk-roads-photo-contest-2021
ხოლო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია მ.წ. 24 აგვისტომდე, შემდეგი ბმულის
მეშვეობით: https://unescosilkroadphotocontest.org/participate
გთხოვთ, საქართველოდან მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, გაავრცელოთ
ინფორმაცია კონკურსის შესახებ ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური მედიის
მეშვეობით (#UNESCOSilkRoads ჰეშთეგის გამოყენებით).