გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში პრემიერი პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით წარდგება

8-06-2021

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში წარდგება.

მოხსენება პარლამენტს, რეგლამენტის შესაბამისად, წერილობითი ფორმით წარედგინა. „სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი ხედვისა და რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების გამყარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის",- ნათქვამია დოკუმენტში.

მოხსენებაში საუბარია პანდემიით გამოწვეული სიტუაციის მიუხედავად ქვეყნის პროგრესზე სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული 4 საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ მოხსენების განხილვა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად გაგრძელდება.

როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე კვირის ბოლოს, პარასკევს დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ.